ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ბრიტანული მედია: “მამარდაშვილს პირველი ადგილის დასაკავებლად ლოდინი მოუწევს“

სულ მალე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, თუმცა უკვე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა ტრანსფერებზე.

ყველაზე მეტს კი ფლორიან ვირცზე წერენ, რომელსაც ლივერპულს უკავშირებენ. მოგეხსენებათ, მერსისაიდულ გრანდში მომავალი სეზონიდან გიორგი მამარდაშვილი იასპარეზებს.

ბრიტანული გამოცემა Footballfancast ასახელებს ლივერპულის თერთმეტეულს, რომელსაც მომავალი სეზონისთვის ოცნების შემადგენლობას არქმევს. სამწუხაროდ, შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი არ მოიაზრება.

გამოცემა მეკარის პოზიციაზე კვლავ ალისონ ბეკერს ვარაუდობს და განმარტებასაც აქვეყნებს:

„გასულ ზაფხულში ლივერპულმა ვალენსიადან გიორგი მამარდაშვილი იყიდა და კონტრაქტიც გაუფორმა. სულ მალე ქართველი მეკარე ენფილდს შეუერთდება, თუმცა მას ძალიან გაუჭირდება ალისონ ბეკერის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება.

ალისონის ბრწყინვალებამ კელეჰერი, რომელიც ფანტასტიკური მეკარეა, სხვა გუნდის მოძებნა აიძულა. მამარდაშვილს კი პირველი ადგილის დასაკავებლად ლოდინი მოუწევს.“

ცნობისთვის, აღნიშნული გამოცემა ასეთ თერთმეტეულს ვარაუდობს:

ალისონი, ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, მილოშ კერეზი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სალაჰი, ვირცი, გორდონი, ეკიტიკე.

აღსანიშნავია, რომ ფრიმპონგი, კერეზი, ვირცი, გორდონი და ეკიტიკე ჯერჯერობით ლივერპულის ფეხბურთელები არ არიან, თუმცა მერსისაიდული გრანდი მათ ტრანსფერებზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი სერიოზულია - ზურიკო თურქული კლუბის მთავარი სამიზნე იქნება
ინტერესი სერიოზულია - ზურიკო თურქული კლუბის მთავარი სამიზნე იქნება