თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 7 ქულა - ვირტუსი ოლიმპია მილანოსთან დამარცხდა

„ვირტუსის“ მთავარ მწვრთნელსა და კალათბურთელებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში „ოლიმპია მილანოს“ ორივე საშინაო მატჩს მოუგებდნენ, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა. თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები 19-ქულიანი სხვაობით, 66:85 დამარცხდნენ, სერიაში ანგარიში 1:1 გახდა და ფინალში გასვლის ფავორიტად ლომბარდიული კლუბი იქცა.

საქართველოს ნაკრების 33 წლის კაპიტანს საკმაოდ სუსტი მატჩი ჰქონდა და 20 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. თოკომ საშუალო დისტანციიდან ოთხიდან მხოლოდ  ერთი სროლა გამოიყენა და ექვსი საჯარიმოდან ხუთი ჩააგდო. ერთადერთი მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მომდევნო, რიგით მესამე თამაში უკვე ლომბარდიის დედაქალაქში გაიმართება და 5 ივნისს, თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვინდა ევროტურნირზე ქუთაისში ვითამაშოთ“ - ტუღუშმა სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დააანონსა
„გვინდა ევროტურნირზე ქუთაისში ვითამაშოთ“ - ტუღუშმა სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დააანონსა