კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა, ალ ნასრი, ალ იტიჰადი
Aa
Aa

კრიშტიანუ Vs ბენზემა | სუპერ თასზე ალ ნასრიმ ალ იტიჰადს მოუგო

საუდის არაბეთის სუპერ თასის ნახევარფინალში კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრი კარიმ ბენზემას ალ იტიჰადს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გუნდი ფინალში გავიდა.

ანგარიში მე-10 წუთზე სადიო მანემ გახსნა, რომელიც ზუსტად 15 წუთის შემდეგ, საშინელი უხეშობის შედეგად მოედნიდან გააძევეს.

იქამდე სანამ მანეს გააძევებდნენ, მე-16 წუთზე ბერგვაინმა წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდი აქტიურობდა. 61-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ თანამემამულეს ჟოაუ ფელიქსს საგოლე პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ალ ნასრი წინ გაიყვანა. ფელიქსისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო.

საუდის არაბეთის მოქმედი ჩემპიონი ბევრს ცდილობდა, თუმცა წონასწორობა ვერ აღადგინა და დამარცხდა. ცნობისთვის, ალ ნასრი სუპერ თასის ფინალში ალ აჰლისა და ალ ქადისიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
100-დან 60 მილიონამდე - რეალმა შესაძლოა როდრიგოს სატრანსფერო ფასი შეამციროს
100-დან 60 მილიონამდე - რეალმა შესაძლოა როდრიგოს სატრანსფერო ფასი შეამციროს