ემპოლი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„ამ თანხაზე იაფად ემპოლი მას არ შეელევა“ | Planeta Empoli გოგლიჩიძეზე

იტალიური გამოცემა Planeta Empoli ტოსკანური კლუბის ქართველ მცველზე, საბა გოგლიჩიძეზე წერს. გამოცემის ცნობით, დიდი ალბათობით საბა ზაფხულში სერია ბ-ში დაქვეითებული „ემპოლის“ რიგებს დატოვებს და უკვე ცნობილია ის თანხაც, რომელიც მის მსურველებს ექნებათ გადასახდელი.

„საბა გოგლიჩიძე სეზონის პირველი ნაწილის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო. ის „ემპოლის“ შარშან ლევან მჭედლიძის შუამავლობით შეუერთდა და პირველ გუნდში დაწინაურებამდე ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მას შემდეგ, რაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ვალუკიევიჩი „ტორინოში“ წავიდა, გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა და ისმაილისა და ვიტისთან ერთად ცენტრალური მცველების სამეული ჩამოაყალიბა.

ისევე როგორც მისი თანაგუნდელების შემთხვევაში, საბას თამაშის დონემ სეზონის მეორე ნახევარში დაიკლო. მას ტრავმები არ ჰქონია, თუმცა ფეხბურთელზე სატრანსფერო ჭორებმა იმოქმედა. საბას გადაბირებას „რომა“ ცდილობდა, შემდეგ კი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ტრანსფერზე უარი თქვა. გოგლიჩიძის თამაშში უკუსვლა შეინიშნებოდა, თუმცა სეზონის ბოლოსკენ მან ძველი სათამაშო ფორმა ნაწილობრივ აღიდგინა.

ქართველი მცველის კონტრაქტი უახლოეს წლებში არ იწურება, ამიტომ კლუბს სასწრაფო გადაწყვეტილებების მიღება არ სჭირდება, თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გოგლიჩიძე „ემპოლის“ დატოვებს. შეთავაზებები ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ საბას აქვს მცველისთვის აუცილებელი თვისებები და ის უკვე მოხვდა რამდენიმე იტალიური და უცხოური კლუბის ყურადღების ეპიცენტრში. საბას ჰყავს მსურველები როგორც ბუნდესლიგაში, ასევე პრემიერლიგასა და სერია ა-ში. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ევროა და, შესაბამისად, ამაზე იაფად „ემპოლი“ მას არ შეელევა“.

ცნობისთვის, გოგლიჩიძემ იტალიაში გადასვლიდან პირველივე სრულ სეზონში „ემპოლის“ მაისურით სერია ა-ში 33 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Empoli Channel: გოგლიჩიძე ემპოლის დატოვებს
Empoli Channel: გოგლიჩიძე ემპოლის დატოვებს