ორმაგი შეხება პენალტის დროს | წესი ოფიციალურად შეიცვალა
Aa
Aa

ორმაგი შეხება პენალტის დროს | წესი ოფიციალურად შეიცვალა

საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ (IFAB) შეცვალა წესი, რომელიც პენალტის შესრულებისას ორმაგ შეხებას არეგულირებდა.

ამ წესის გადახედვის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ატლეტიკოს“ ფეხბურთელს, ხულიან ალვარესს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, პენალტების სერიაში გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს - გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ალვარესს დარტყმამდე ფეხი დაუცურდა და არგენტინელი ფეხბურთელი ბურთს ორჯერ შეეხო.

მატჩის მთავარმა მსაჯმა, შიმონ მარცინიაკმა ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ალვარესის გოლი გააუქმა.
განახლებული წესის თანახმად, თუ ორმაგი შეხების შემდეგ პენალტი გოლით დასრულდა, დარტყმა განმეორებით უნდა შესრულდეს.

იმ შემთხვევაში, თუ პენალტი გოლით არ დასრულდა, მსაჯმა თავისუფალი დარტყმა უნდა დანიშნოს, ხოლო პენალტების სერიაში ასეთი დარტყმა გაფუჭებულად ჩაითვლება.

რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც პენალტის შესრულებისას ფეხბურთელი გამიზნულად ეხება ბურთს ორჯერ, მსაჯმა საჯარიმო დარტყმა უნდა დანიშნოს, ხოლო თუ ასეთი ფაქტი პენალტების სერიაში დაფიქსირდება, პენალტი გაცუდებულად ჩაითვლება.

ცვლილები ოფიციალურად 1 ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა მსაჯებს ახალი წესის გამოყენება ამ თარიღამდეც შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
64 ნაკრები კარგი იდეაა - ინფანტინო 2030 წლის მუნდიალზე
64 ნაკრები კარგი იდეაა - ინფანტინო 2030 წლის მუნდიალზე