მამარდას ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - კელეჰერი ლივერპულიდან წავიდა
როგორც მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის რიგებში ითამაშებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველ კარის დარაჯს ალისონის სახით საკმაოდ დიდი კონკურენტი ეყოლება. მეტიც, ბრიტანული მედია აქტიურად განიხილავს, რომ ძირითადი მეკარე კვლავ ბრაზილიელი იქნება ქართველს სკამზე ჯდომა მოუწევს.
სიტუაციას ისიც ამწვავებდა, რომ მერსისაიდულ გრანდში კაომინ კელეჰერი ირიცხებოდა, რომელიც ასევე კარგი მეკარე გახლავთ და ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოდა.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ 26 წლის მეკარემ ლივერპული დატოვა და კარიერას ბრენტფორდში გააგრძელებს. აქედან გამომდინარე, გიორგი მამარდაშვილის ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი 1 წლის წინ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა და იჯარის წესით ვალენსიაში დატოვა.
Caoimhin Kelleher has today completed a permanent transfer to Brentford.
— Liverpool FC (@LFC) June 3, 2025
Everyone at Liverpool FC thanks Caoimhin for his contribution to the club’s recent success and wishes him the best of luck for the future.