ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კოშმარი დაცვისთვის“ | რას წერენ Marca, Daily Mail, Sun და სხვა გამოცემები ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგას ახალი გამარჯვებული ჰყავს. 2024/25 წლების სეზონი „პარი სენ-ჟერმენის“ ტრიუმფით დასრულდა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ფინალში „ინტერი“ 5:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ, პსჟ-ის ფეხბურთელთა ასპარეზობას ცნობილი უცხოური გამოცემები გამოეხმაურნენ და „კვარაზე“ Daily Mail-მა, Goal-მა, The Sun-მა და სხვებმა დაწერეს.

The Sun: „ბრწყინვალე გამოსვლა გოლით დააგვირგვინა. ინტერის მცველებზე მთელი მატჩის განმავლობაში მიდიოდა და საფინალო სასტვენამდე 17 წუთით ადრე, ზუსტად ის მიიღო, რაც დაიმსახურა“.

Goal: „ინტერისთვის მთელი მატჩის განმავლობაში საფრთხე იყო, მაგრამ პირველი ხუთი დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა, შემდეგ კი მეექვსე დარტყმით გაიტანა“.

NBC Sports: „დაცვაში გაწეული სამუშაოს გამო, გოლი დაიმსახურა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია და უბურთოდ, დაუღალავად შრომობს“.

Daily Mail: „სწრაფი, მოუხელთებელი, მკვირცხლი და კოშმარი დაცვისთვის. შეტევა ოსტატურად დააგვირგვინა და გოლიც გაიტანა. დაცვაშიც აქტიურად მუშაობდა“.

Givemesport: „დროის გასვლასთან ერთად, თამაშში უფრო ჩაერთო და მეტად სახიფათოდ გამოიყურებოდა, შემდეგ კი ინტერის კუბოს საბოლოო ლურსმანი დააჭედა“.

Marca: „პირველ ტაიმში, მისი სისწრაფე და ვერტიკალურობა ინტერისთვის პრობლემა იყო. ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, საწყისი 45 წუთის ბოლოს, ანგარიში 3:0 გაეხადა. მეორე ტაიმში ბევრად აქტიური იყო. უამრავი შანსი მიიღო და მისმა საფეხბურთო სიჯიუტემ შედეგი გამოიღო“.

Ole: „პირველი ტაიმის განმავლობაში, გოლს ეძებდა, რომელიც მეორე ნახევარში გაიტანა და თამაშს წერტილი დაუსვა. დემბელეს პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩა. ზომერი ელოდებოდა, რომ მისგან შორეულ კუთხეში დაარტყამდა, მაგრამ ასე არ მოხდა“.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. ხვიჩამ გოლი გაიტანა, მეტოქის კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 11-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო. Sofascore-მა „კვარას“ თამაში 7.4 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი მას 7.9 ქულა დაუწერა.

ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ინტერის წინააღმდეგ

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      „პარი სენ-ჟერმენის მებრძოლი სული“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე
      „პარი სენ-ჟერმენის მებრძოლი სული“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე