ინდიანა პეისერსი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ოკლაჰომა სიტი თანდერი
Aa
Aa

ოკლაჰომამ ინდიანას ბოლო მეოთხედიდან ამოუქაჩა - სერიაში ანგარიში გათანაბრდა

გამთენიისას NBA-ს სუპერფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. „ინდიანამ“ „ოკლაჰომას“ უმასპინძლა და 104:111 დამარცხდა.

სტუმრებმა შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დიდებულად ჩაატარეს და ქამბექიც შემოგვთავაზეს. მეოთხე მეოთხედის წინ, „ოკლაჰომა“ 80:87-ს აგებდა. „ინდიანამ“ პირველი სამი მეოთხედიდან სამივეს მოგება შეძლო, მაგრამ თამაშის ვერა.

შეხვედრის MVP შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, რომელმაც ბოლო მეოთხედში 15 ქულა ჩააგდო და „ოკლაჰომას“ ქამბექის მთავარი შემოქმედი იყო. გადამწყვეტი პერიოდი სტუმრებმა 31:17 მოიგეს. ჯამში ალექსანდერს 35 ქულა ჰქონდა. 27 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ჯეილენ უილიამსმა.

„ინდიანას“ რიგებში 20 ქულით, 8 მოხსნითა და 5 გადაცემით პასკალ სიაკამი გამოირჩა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. „ოკლაჰომა“ მომდევნო შეხვედრას საკუთარ არენაზე გამართავს, რომელიც 17 ივნისს შედგება. მათ უკვე მოედნის უპირატესობა აქვთ. ფინალური სერიის მე-6 შეხვედრა კი 20 ივნისს არის ჩანიშნული და შემდეგ გავიგებთ ვიხილავთ თუ არა Game Seven-ს NBA-ს ჩემპიონის გამოსავლენად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები