თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას ფენომენალური მატჩი | თოკომ ფინალური სერია 29 ქულით და გამარჯვებით დაიწყო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეიოფის ფინალში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ მეტოქე „ბრეშაა“. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა და 90:87 იმარჯვა.

შენგელიამ „ვირტუს ბოლონიას“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თოკომ პარკეტზე 29 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 29 ქულა (21 პირველ ტაიმში, გაუთანაბრდა თავის საუკეთესო მაჩვენებელს სერია A-ში), 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრაა. შენგელიამ 14-დან 12 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი გააფუჭა და 5-დან 5 საჯარიმო გამოიყენა.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 37 გახლდათ, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. თოკო საუკეთესო იყო ქულების მხრივაც და მის გარდა, 10-ქულიანი ნიშნული, „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში მხოლოდ მეტ მორგანმა გადალახა - 19 ქულა.

ცნობისთვის, ამ გუნდების მეორე შეხვედრა 14 ივნისს გაიმართება და „ვირტუს ბოლონია“ ისევ მასპინძლის რანგში იქნება. მატჩი თბილისის დროით, 22:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასე ტატოს ჯგუფში, ბექაური მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ | ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი
კასე ტატოს ჯგუფში, ბექაური მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ | ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი