გურამ თუშიშვილი, ილია სულამანიძე, ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

კასე ტატოს ჯგუფში, ბექაური მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ | ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი

13-დან 20 ივნისის ჩათვლის, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. დღეს, სატურნირო ბადის წილისყრა გაიმართა და ქართველი ჯუდოკების მეტოქეები ცნობილი გახდა. გაირკვა მათი სავარაუდო მოწინააღმდეგეების ვინაობაც და შეგვიძლია, ვისაუბროთ თუ სანუკვარ მიზნამდე რა გზის გავლა მოუწევთ.

-60 კილოგრამი წონითი კატეგორია

გიორგი სარდალაშვილი D ჯგუფში მოხვდა. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი პირველ შეხვედრას ლეონარდო ბაროსთან გამართავს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 41-ე ნომერია. სარდალაშვილის ჯგუფშია რეიტინგის მესამე ნომერი, მიშელ აუგუსტო და მე-14 ნომერი, 2022 წლის მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, ენხტაივან არიუნბოლდი. გამარჯვების შემთხვევაში, სარდალაშვილი მარტონ ანდრასისა და ჯეიმს ზაჰრას წყვილის ტრიუმფატორს დაუპირისპირდება. მიშელი და ენხტაივანი სავარაუდოდ ერთმანეთს შეხვდებიან.

-66 კილოგრამი წონითი კატეგორია

ვაჟა მარგველაშვილი C ჯგუფში მოხვდა. მის ჯგუფშია მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, 2022 წლის მსოფლიოში ჩემპიონი ჯუნიორთა შორის, ნურალი ემომალი. მარგველაშვილი მეორე რაუნდიდან დაიწყებს და ვილიარ ლიპარდს ან ბაშკუუ იონდონპერენლეის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ვაჟა დიდი ალბათობით, ემომალის შეხვდება. ამ ჯგუფშია პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, გუსმან ყირიზბაიევი.

-73 კილოგრამი წონითი კატეგორია

ლაშა შავდათუაშვილი D ჯგუფშია და მისი პირველი მეტოქე მარკ ჰრისტოვია. ბულგარელი ჯუდოკა 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, მაგრამ დიდი ხანია არაფერი მოუგია. „შავის“ ჯგუფშია რაშიდ მამადალიევი, რომელიც ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია და შახრამ აჰადოვი, რომელმაც აზიის ჩემპიონატი მოიგო.

-81 კილოგრამი წონითი კატეგორია

ტატო გრიგალაშვილი D ჯგუფი მოხვდა და მის მოსაგებად რთული გზის გავლა მოუწევს. გრიგალაშვილი მეორე რაუნდში ლუის პარიკესა და ვედატ ალბაირაკის (ვანო რევაზიშვილი) წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. D ჯგუფშია ტატოსთვის კარგად ნაცნობი მატიას კასე, რომელიც პირველ შეხვედრას შამილ ბორჩაშვილთან გამართავს. ტიმურ არბუზოვი, რომელთანაც გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო, B ჯგუფში, ზაურ დვალაშვილთან ერთადაა.

-90 კილოგრამი წონითი კატეგორია

ლაშა ბექაური C ჯგუფშია და მასთან ერთადაა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, გოკი ტაჯიმა. სავარაუდოდ, მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთება. C ჯგუფშია მსოფლიო რეიტინგის მე-11 ნომერი, რუსი მიხაილ იგოლნიკოვი, რომელსაც ბექაური ალბათ ტაჯიმამდე შეხვდება. ლუკა მაისურაძე B ჯგუფშია. პირველ შეხვედრას ის ვუგარ ტალიბოვთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში, მოქმედ ევროპის ჩემპიონზე, კრისტიან პარლატიზე გავა. მათ ჯგუფშია პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინაჯოსმედალოსანი ტეოდოროს ცელიდისი.

-100 კილოგრამი წონითი კატეგორია

ილია სულამანიძის პირველი მეტოქე შომბორ ვეგია, რომელსაც 6-ჯერ შეხვედრია და მეტოქე ექვსივეჯერ დაუმარცხებია. ამავე ჯგუფშია ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელსაც წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. C ჯგუფშია მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი, მატვეი კანიკოვსკი, რომელთანაც ილიას 7-დან 4 შეხვედრა აქვს მოგებული.

+100 კილოგრამი წონითი კატეგორია

გურამ თუშიშვილი B ჯგუფშია და მეორე რაუნდში, მისი მეტოქე მარიუშ ფიზელია. მასთან ერთადაა ენდი გრანდა, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. C ჯგუფშია უშანგი კოკაურიც და პერსპექტიული მუნირ ერტუღი და გრშეგორშ ტერესინსკი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილით ლიგა 1-ის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა
დავითაშვილით ლიგა 1-ის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა