მეჰდი ტარემი
Aa
Aa

სარაკეტო იერიშების გამო | ინტერის ირანელი ფეხბურთელი აშშ-ში ვერ ჩადის

ირან-ისრაელის დაპირისპირების გამო, რომლის ფარგლებშიც როგორც ერთი, ისევე მეორე ქვეყანა სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ, „ინტერის“ ფეხბურთელი მეჰდი ტარემი აშშ-ში ვერ ჩადის, სადაც მისი გუნდი რამდენიმე დღეში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველ მატჩს გამართავს.

„ინტერის“ სადებიუტო მატჩი 17 ივნისს არის ჩანიშნული, სადაც „ნერაძურის“ მეტოქე მექსიკური „მონტერეი“ იქნება. მილანელები, ახალ მწვრთნელ, კრისტიან კივუსთან ერთად უკვე აშშ-ში არიან და უახლოესი მატჩებისთვის ემზადებიან. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე კივუს განკარგულებაში გუნდის სრული შემადგენლობა არაა.

„ნერაძურის“ ირანელი ფორვარდი მეჰდი ტარემი ნაკრების მატჩებში მონაწილეობის მისაღებად სამშობლოში გაემგზავრა, ითამაშა კატარისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, შემდეგ კი აშშ-ში უნდა გაფრენილიყო.

არსებული ინფორმაციით, დღეს ტარემი რამდენჯერმე მივიდა თეირანის აეროპორტში, თუმცა გუშინდელი სარაკეტო იერიშების შემდეგ ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია, რადგან ისრაელსა და ირანს შორის საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

როდის შეუერთდება ირანელი ფორვარდი „ინტერს“, ჯერჯერობით უცნობია. აქვე შეგახსენებთ, რომ ტარემი „ინტერში“ შარშან „პორტოდან“ გადავიდა და პირველ სეზონში „ნერაძურის“ მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემბელე: ოქროს ბურთი ჩემთვის წმინდა გრაალია, ფავორიტად ყოფნა უკვე დიდი გამარჯვებაა
დემბელე: ოქროს ბურთი ჩემთვის წმინდა გრაალია, ფავორიტად ყოფნა უკვე დიდი გამარჯვებაა