გალათასარაი ალისონს ეპატიჟება | მამარდას კონკურენტს წასვლა არ სურს
სატრაnსფერო ბაზარზე „გალათასარაის“ აქტიურობას გრძელდება. სტამბოლელებმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს ლეროი სანე, რომელსაც „ბაიერნთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
„გალათასარაიმ“ გამოისყიდა „მონაკოს“ მარცხენა მცველი ისმაილ იაკობსი (8 მილიონი ევრო) და „ლანსის“ მარჯვენა მცველი პრჟემიშლავ ფრანკოვსკი (7 მილიონი ევრო). ორივე ფეხბურთელი სტამბოლურ კლუბში იჯარით თამაშობდა და „გალათასარაის“ მათი გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდა.
ცნობილია, რომ კლუბი დატოვა ფერნანდო მუსლერამ, რომელიც „გალათასარაის“ კარს 2011 წლიდან იცავდა. მის შემცვლელად კი თურქული კლუბის ხელმძღვანელობა ბრაზილიის ნაკრების მეკარეს, ალისონ ბეკერს მოიაზრებს.
Sky News-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, „გალათასარაის“ ტოპ-მეკარის ყიდვა სურს და რამდენიმე კვირის წინ ალისონის გარემოცვასაც დაუკავშირდნენ. თუმცა, მისივე ცნობით, ალისონმა თურქული კლუბის წარმომადგენლები უარით გაისტუმრა - ბრაზილიელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, და, როგორც ჩანს, გიორგი მამარდაშვილის კონკურენტი ამ ზაფხულს „ენფილდის“ დატოვებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ მამარდაშვილმა „ვალენსია“ დატოვა და „ლივერპულს“ შეუერთდება, რომელთანაც კონტრაქტი გასული წლის აგვისტოს მიწურულს გააფორმა.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ „ლივერპული“ დატოვა კაოიმჰინ კელეჰერმა - ახალგაზრდა ირლანდიელი მეკარე კარიერას „ბრენტფორდში“ გააგრძელებს.