დემბელე: ოქროს ბურთი ჩემთვის წმინდა გრაალია, ფავორიტად ყოფნა უკვე დიდი გამარჯვებაა
უსმან დემბელემ „ოქროს ბურთის“ მოგების შესაძლებლობის შესახებ თავისი მოსაზრებები გააზიარა და ამ თემის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა.
„როცა ფეხბურთელი ხარ, ოქროს ბურთის მოგება შენთვის წმინდა გრაალია. ეს არის ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდი. მახსოვს, ვუყურებდი მოთამაშეებს, ამ ჯილდოს - და ეს წარმოუდგენელია“.
- ოქროს ბურთის ფავორიტთა შორის არასოდეს ყოფილხარ ნომინირებული, ამ სეზონში კი ერთ-ერთი ფავორიტი ხარ. ოდესმე გიფიქრიათ, რომ ეს შესაძლებელი იყო?
„იმედი მაქვს, ოცდაათ ნომინანტს შორის მაინც ვიქნები (იღიმის). მძიმე სეზონები მქონდა ტრავმებითა და ცუდი თამაშებით. ამ სეზონში, ვფიქრობ, კარგად ვითამაშე, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. წარმოუდგენელი იქნება ჩემი სახელი სიაში თუ იქნება. და ერთ-ერთ ფავორიტად ყოფნა უკვე დიდი გამარჯვებაა, თუმცა იმედი მაქვს ერთ დღეს პრიზს მოვიგებ.
მე ყოველთვის ერთნაირ ფეხბურთს ვთამაშობდი. ბავშვობიდან მინდოდა სტადიონზე მოსულ ხალხს ჩემი ყურებით სიამოვნება მიეღო. მე მიყვარს დრიბლინგი, მაგრამ ასევე ვარ ის, ვინც გუნდს ეხმარება, ვისაც გოლის გატანა სურს.
შემდეგ უკვე ყველა ფიქრობს იმაზე, რაც უნდა და ხმას აძლევს მას, ვინც საუკეთესოდ მიაჩნია. თუ მოგწონთ უსმან დემბელე, კარგია. თუ არა, ცხოვრება გრძელდება. ვნახოთ“.
- თქვა დემბელემ L’Equipe-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ათიანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან გუნდთან ერთად ტრებლი მოიგო.