ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, დეზირე დუე
Aa
Aa

„ბიჭი, რომელმაც ლუის ენრიკე გააოცა“ - la-croix-ი კვარა-დუეს დუეტზე

15 ივნისს, აშშ-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იწყება. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ პირველი ტურის შეხვედრას 23:00-ზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამართავს.

ლუის ენრიკეს უსმან დემბელე დააკლდება. ფრანგ ფეხბურთელს ტრავმა აქვს, რომელიც ესპანეთთან ერთა ლიგის ნახევარფინალში დაშავდა და ჯამში 2-3 კვირა გაუცდება.

ფრანგული გამოცემა la-croix-ი წერს, რომ ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს იმედი უნდა ჰქონდეს.

„დემბელე როუზ ბოულის სტადიონზე ატლეტიკოსთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. ლუის ენრიკეს სურს, რომ მეორე ტურში ბოტაფოგოს წინააღმდეგ მისი გამოყენება შეძლოს. მესამე ტურში სიეტლ საუნდერსთან კი უსმანი გარანტირებულად ითამაშებს.

თუმცა, პსჟ-ს შეუძლია იამაყოს შეტევაში კიდევ ორი ძლიერი პერსონაჟით იამაყოს - ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე. 24 წლის ქართველისთვის ეს პირველი გაბრწყინება არ არის. ის ჯერ კიდევ 2023 წელს ნაპოლის მოგებული სკუდეტოს მთავარი არქიტექტორი იყო და ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებს ლიდერობდა. მაგრამ, კვარამ შეძლო და ლუის ენრიკეც გააოცა - თავისი დრიბლინგები, შთამაგონებელი პასები და დაცვაში იშვიათი მონდომებით მუშაობა. ამ ყველაფერმა ესპანელ მწვრთნელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

20 წლის დუემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გოლებით, პასებით, დრიბლინგებით თავი ყველას დაამახსოვრა. მისი გონებრივი და ფიზიკური სისწრაფე იმაზე მეტყველებს, რომ მას ამერიკაში გუნდის ლიდერობა შეუძლია.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მესამე ფორვარდი კვარასა და დუეს გვერდით. ლუის ენრიკეს შეუძლია კვარაცხელია და დუე ცრუ ცხრიანის პოზიციაზეც გამოიყენოს, მაგრამ ეს იმდენად შედეგიანი არ იქნება და სავარაუდოდ ორივე თავის პოზიციაზე დარჩება.

დემბელეს პოზიციაზე ლი კანგ-ინს, გონსალუ რამუშსა და ბრედლი ბარკოლას შეუძლიათ თამაში. სამხრეთ კორეელსა და პორტუგალიელს ბოლო დროს ნაკლები ნდობა აქვთ, ბარკოლას კი სანაკრებო მატჩების შემდეგ მცირე ტრავმა აწუხებს. ენრიკეს კლასიკური ცხრიანისა და ცრუ ცხრიანის ვარიანტები აქვს“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აშშ-ში 15 ივნისიდან 13 ივლისამდე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სპეციალური ვარჯიშები კაპიტანი ამერიკისთვის“ - სპორტინგის გეგმა ქოჩორასთვის
„სპეციალური ვარჯიშები კაპიტანი ამერიკისთვის“ - სპორტინგის გეგმა ქოჩორასთვის