ხვიჩა კვარაცხელია, იენს კაიუსტე
Aa
Aa

კაიუსტე: კვარა თანამედროვე გამარჯვებულის პროფილს წარმოადგენს

„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდელი იენს კაიუსტე L’Équipe-ს ესაუბრა და ქართველი ფეხბურთელის მიმართ აღფრთოვანება არ დამალა. კაიუსტემ კვარას მთავარ ღირებულებას გაუსვა ხაზი.

„ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე მეტად მოედანზე მისი თავდადებისთვის აფასებენ. ის ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება. თავდაცვით უნარებში კვარას განსაკუთრებულობას ნაპოლიში ქართველის ყოფილი გუნდელი იენს კაიუსტეც აღნიშნავს. თვისება, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი გახდა.

„სანამ მას გაუგებთ, იქამდე უნდა აგიხსნათ, რომ ის გამარჯვებულია. ხვიჩა ყოველთვის ასეთია - მნიშვნელობა არ აქვს ვარჯიშზეა და თუ მატჩის დროს, ის თავდაცვით ასპექტებში მუდამ ბოლომდე შრომობს და იბრძვის. ჩემზე სწორედ ამან მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება.

თანამედროვე ფეხბურთში დასრულდა ის დრო, როცა ფეხბურთელებს მოედანზე სიარული შეეძლოთ. გუნდს დაცვაში ყველა მოთამაშე სჭირდება. თუ, შენ ხვიჩას მსგავსი მოთამაშეები არ გყავს, რომლებიც ბევრს მუშაობენ, მაშინ გუნდი დაზარალდება. გუნდში ამ ტიპის ელემენტის ყოლა, უზარმაზარი დამატებითი ღირებულებაა.

ბევრი ხშირად კვარაცხელიას ამ თვისებას შესაბამისად არ აფასებს. თავდაცვით ასპექტებში ხვიჩა თავს დებს, ბოლომდე იხარჯება. ჩემთვის ის თანამედროვე გამარჯვებულის პროფილს წარმოადგენს, როგორც ვარჯიშებისას, ისევე მატჩების დროსაც. ის მოედანზე ყველა სიტუაციაში გადამწყვეტია.

თანამედროვე ფეხბურთში მისი მსგავსი გარემარბების გუნდში ყოლა უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. თუ ის არ გყავს, მაშინ პრობლემები გელის. კვარაცხელია პსჟ-სთვის მთავარი სტრატეგიული აქტივია“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია პსჟ-ს იანვარში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ხვიჩამ ყველა ტურნირზე ჯამში 25 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის ჯილდო | ნომინანტებს აგვისტოში დაასახელებენ, ცერემონია - სექტემბერშია
ოქროს ბურთის ჯილდო | ნომინანტებს აგვისტოში დაასახელებენ, ცერემონია - სექტემბერშია