ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მაკკოისტისა და აგბონლაჰორის სიმბოლური ნაკრებები | კვარა ორივემ გამოარჩია

შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალან მაკკოისტმა და „ასტონ ვილას“ ექს-მოთამაშემ, გაბრიელ აგბონლაჰორმა 2024/25 წლების სეზონი შეაჯამეს. მაკკოისტმა და აგბონლაჰორმა თავიანთი სიმბოლური ნაკრებები შეადგინეს და ტოპ 11-ში ხვიჩა კვარაცხელია ორივე მათგანმა შეიყვანა.

„კარში ჯანლუიჯი დონარუმას ჩავაყენებ. მარჯვენა ფლანგის მცველად ჰაკიმი მეყოლება, მარცხნივ - ნუნუ მენდეში. ცენტრალურ მცველებად ვილიამ პაჩოსა და ვირჯილ ვან დაიკს ავირჩევ. ნახევარდაცვაში ვიტინია და პედრი მეყოლება, მარცხენა ფლანგზე კვარაცხელიას დავაყენებ, ხოლო მარჯვენაზე - მოჰამედ სალაჰს. კილიან მბაპე თავდამსხმელის პოზიციაზე იქნება, ხოლო მის უკან უსმან დემბელეს ვათამაშებ“, - განაცხადა აგბონლაჰორმა.

„მეც დონარუმას ვირჩევ და ვფიქრობ, განაპირა მცველებზე კამათი არაა საჭირო - ჰაკიმი და მენდესი. ცენტრალურ მცველებად ვან დაიკი და მარკინიოსი მინდა. ნახევარდაცვაში, არაფერს ავურევ და პარი სენ-ჟერმენის სამ ფეხბურთელს, ფაბიან რუისს, ვიტინიასა და ჟოაუ ნევეშს ავიყვან. თავდამსხმელებს რაც შეეხებათ, დემბელე, კვარაცხელია და იამალი“, - აღნიშნა მაკკოისტმა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1 და საფრანგეთის თასი მოიგო. ხვიჩას მომდევნო ტურნირი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია, რომელზეც პსჟ 15 ივნისს ჩაერთვება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კასე ტატოს ჯგუფში, ბექაური მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ | ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი
    კასე ტატოს ჯგუფში, ბექაური მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ | ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი