საფრანგეთი-საქართველო U21 | ჩვენი გუნდის შემადგენლობა ცნობილია
სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე შეხვედრას გამართავს და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთს დაუპირისპირდება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რამაზ სვანაძის მიერ შერჩეული სასტარტო 11-ეული.
4-3-3: ხარატიშვილი - აზაროვი, საზონოვი, ხვადაგიანი, მაისურაძე - ლომინაძე, გაგნიძე, იეგოიანი - ოდიშარია, კვერნაძე, გ.მამაგეიშვილი.
პირველ მატჩთან შედარებით რამაზ სვანაძემ ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა: გაბრიელ ტსიგუას ნაცვლად მატჩს პირველი წუთებიდან ირაკლი იეგოიანი დაიწყებს, ხოლო გიორგი აბუაშვილის ნაცვლად გიზი მამაგეიშვილი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა პოლონეთს მოუგო (2:1), საფრანგეთი კი პორტუგალიას დაუზავდა (0:0).
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი 17 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.