გიორგი შერმადინის ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა
გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფე“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალის მესამე მატჩში „ვალენსიასთან“ დამარცხდა - 87:94.
შერმადინმა პარკეტზე თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თოკომ პარკეტზე 17:10 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 8 ქულა და 3 მოხსნა იყო.
„ვალენსიას“რიგებში საუკეთესო ბრანკუ ბადიო იყო (28 ქულა, 1 მოხსნა, 2 ასისტი).
Valencia Basket gana a La Laguna Tenerife con un Brancou Badio estelar y se convierte en finalista del #PlayoffLigaEndesa.
— Liga Endesa (@ACBCOM) June 14, 2025
8⃣7⃣ La Laguna Tenerife @CB1939Canarias
9⃣4⃣ @valenciabasket #ConectaConTuPasión pic.twitter.com/r8fygCchbx
ამრიგად, ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში 0:3 გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალის საგზური „ვალენსიამ“ მოიპოვა.