თორნიკე შენგელია
Aa
Aa

“ბედნიერი და მადლობელი ვარ“ - ბარსელონამ შენგელია წარადგინა

როგორც მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია კარიერას ბარსელონაში აგრძელებს. დღეს ის და სხვა ახალწვეული კატალინიურმა კლუბმა Spotify Camp Nou-ზე წარადგინა.

შენგელიას გარდა პრეზენტაციაზე მაილზ კეილი, მაილზ ნორისი, ვილ ქლაიბერნი და ხუან მარკოსი იმყოფებოდნენ.

პრეზენტაციაზე ბარსელონას საკალათბურთო გუნდის სპორტულმა დირექტორმა ხოსეპ კუბელსმა კომენტარი გააკეთა:

„წინ დიდებული სეზონი გველოდება. მომავალი წლის 26 აგვისტოს ჩვენი საკალათბურთო კლუბი 100 წლის იუბილეს იზეიმებს. ვფიქრობ, ევროლიგა კიდევ უფრო რთული და კონკურენტუნარიანი იქნება. გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ მხარი მაქსიმალურად დაგვიჭირონ.“

კომენტარი ქართველმა კალათბურთელმაც გააკეთა:

„ბედნიერი და მადლობელი ვარ. აქ ყოფნით ვამაყობ. მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას და გულშემატკივრების წინაშე კლუბის ღირსების დაცვას. იმედი მაქვს, წარმატებული სეზონი გვექნება.“

ცნობისთვის, შენგელიამ ბარსელონასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი კალათბურთელი ბოლო წლებში ბასკონიაში, ცსკა მოსკოვში და ვირტუს ბოლონიაში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები