ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩამ მარსელის სპორტული დირექტორი აღაფრთოვანა | პსჟ კვირას მარსელს ხვდება

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდა. ქართველი გარემარბის გუნდმა 4:0 იმარჯვა და „კვარამ“ შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია.

მატჩის შემდეგ უძრავი ქონების აგენტმა, მეჰდი ჩერაკმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ჩერაკი მედჰი ბენატიას მეგობარია და ვიდეოში ასახულია „მარსელის“ სპორტული დირექტორის რეაქცია ხვიჩას გოლზე.

„ნახე, ბურთი როგორ მიიღო. ნახე როგორ ურტყამს და ბუუუმ! შეხედე, ბურთს როგორ იღებს! ვაუუ! ბურთი მიიღო, აჩქარდა, აჩქარდა, შემდეგ სიჩქარე შეცვალა, ისევ აჩქარდა და კარის წინ გაჩნდა. გაჩნდა და ბუმ!“

საინტერესო ისაა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მომდევნო ტურში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე სწორედ ბენატიას „მარსელია“. შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამ გოლმა ძალიან გამაღიზიანა“ - იურიჩი კვარას შედევრზე
„ამ გოლმა ძალიან გამაღიზიანა“ - იურიჩი კვარას შედევრზე