ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, ივან იურიჩი
Aa
Aa

„ამ გოლმა ძალიან გამაღიზიანა“ - იურიჩი კვარას შედევრზე

„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა, პსჟ-სთან 4:0 განადგურების შემდეგ განვლილი მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლის ეპიზოდზეც ისაუბრა.

რა თქვა იურიჩმა:

„უკეთ უნდა გვეთამაშა, მაგრამ გოლი ძალიან სწრაფად გავუშვით და ამან მატჩის სცენარზეც იმოქმედა. შემდეგი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ და ანგარიშის გათანაბრების შანსები გვქონდა. თუმცა, მეორე გოლი ძალიან მარტივად გავუშვით. ამ გოლმა გამაღიზიანა. სიმართლე გითხრათ, შეცდომების გასაანალიზებლად ეს მატჩი საუკეთესოა. დღეს ყველა კომპონენტში ბევრი შეცდომა დავუშვით.“

„პსჟ იდეალური გუნდია. ეს გუნდი და „ინტერი“ სხვადასხვა დონეზე თამაშობენ. პსჟ საოცარი დონისაა. იმის ყურება, თუ როგორ ახორციელებენ პრესინგს და როგორ დარბიან ფეხბურთელები, უბრალოდ საოცარია... მაგრამ დღეს საკადრო პრობლემებიც გვქონდა და თუ ყველა მოთამაშე ხელმისაწვდომი იქნება, მაშინ შესაძლოა, უფრო კონკურენტუნარიანებიც ვიყოთ.“

ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტას“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა შემტევმა 39-ე წუთზე ბრწყინვალე რეიდისა და შორეული გასროლის შემდეგ ანგარიში 2:0 გახადა. ამის გარდა, ხვიჩა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და პარიზელთა რიგებში ნამდვილად გამორჩეული იყო. ლუის ენრიკემ ქართველი ვარსკვლავი 75-ე წუთზე შეცვალა.

ხვიჩას მომენტები ატალანტასთან:

ქართველისთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით პირველი იყო. პარიზული გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 ოქტომბერს „ბარსელონასთან“ მატჩით დაბრუნდება. მატჩი კატალონიაში, „მონჟუიკზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფინალი ნაპოლისთან? არ ვიცი. ბევრი ძლიერი გუნდია“ - ხვიჩას კომენტარი
„ფინალი ნაპოლისთან? არ ვიცი. ბევრი ძლიერი გუნდია“ - ხვიჩას კომენტარი