ხვიჩა კვარაცხელია, ნუნუ მენდეში, კოულ პალმერი
Aa
Aa

სათამაშო დღის საუკეთესო გოლი - UEFA-მ ხვიჩა გამოარჩია

UEFA-მ „ატალანტას“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პირველი ტურის მეორე სათამაშო დღის საუკეთესო გოლად დაასახელა.

სოციალურ ქსელებში, ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ ქართველი შემტევის მიერ გატანილი ბრწყინვალე გოლი პირველ ადგილზეა გაყვანილი.

მეორე ადგილზე მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ „ჩელსის“ ლიდერის, კოულ პალმერის გოლია, მესამეზე „ბოდო/გლიმტის ფეხბურთელის, სონდრე ბრუნსტად ფეტის, მეოთხეზე კი პსჟ-ის კიდევ ერთი ფეხბურთელის, ნუნუ მენდეშის.

ცნობისთვის, „ატალანტას“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია UEFA-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა. ეს გოლი ხვიჩასთვის მიმდინარე სეზონში პსჟ-ის მაისურით პირველი იყო.

პარიზული გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 ოქტომბერს „ბარსელონასთან“ მატჩით დაბრუნდება. მატჩი კატალონიაში, „მონჟუიკზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფინალი ნაპოლისთან? არ ვიცი. ბევრი ძლიერი გუნდია“ - ხვიჩას კომენტარი
„ფინალი ნაპოლისთან? არ ვიცი. ბევრი ძლიერი გუნდია“ - ხვიჩას კომენტარი