ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ჩენდუს 250-ქულიანი ტურნირი | ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩენდუს 250-ქულიანი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე არგენტინელი სებასტიან ბაესი (41) უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ავადმყოფობის გამო ტურნირს ჩაეხსნა, რის გამოც ბასილაშვილს ბრიტანელი ბილი ჰარისი (131) შეხვდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი ტაიბრეიქით მოიგო, მეორეში კი მეტოქე 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მაკკენზი მაკდონალდი იქნება (98). მატჩი 20 სექტემბერს გამთენიისას გაიმართება.

მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე დინო პრიზმიჩსა და ლორენცო მუზეტის შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ იტალიელი ტურნირზე 1-ელ ნომრად არის განთესილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლებია სიმსივნეს ებრძვის - ბორგს გარანტიებს ვერ აძლევენ
წლებია სიმსივნეს ებრძვის - ბორგს გარანტიებს ვერ აძლევენ