ილია თოფურია
Aa
Aa

თოფურია: 2026 წელს კიდევ უფრო გრანდიოზული საქმეების კეთებას გავაგრძელებ

ილია თოფურიამ, გასული წელი შეაჯამა, რომელმაც მას არა მხოლოდ მეორე დივიზიონში ჩემპიონობა, არამედ ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგში (P4P) პირველი ადგილიც მოუტანა, თუმცა საბოლოოდ ამ პოზიციის შენარჩუნება ვერ შეძლო.

„ეს წელი იყო დიდი გამარჯვებებითა და მოულოდნელი შემობრუნებებით სავსე მოგზაურობა. ზოგჯერ ცხოვრებას იმ სცენარიდან გადავყავართ, რომელიც ჩვენ წარმოგვედგინა, მაგრამ სწორედ ასეთ მოსახვევებსა და ზიგზაგებში იბადება ყველაზე ღირებული გაკვეთილები და ნამდვილი სიურპრიზები.

ვისწავლე ოჯახთან გატარებული ყოველი წამის დაფასება და ის რომ არაფერი უნდა ინანო, რადგან საუკეთესო ყოველთვის წინ არის. და მიუხედავად იმისა, რომ წელს ბევრს მივაღწიე, ვიცი – ჩემი საუკეთესო მიღწევები ჯერ კიდევ წინაა. ისე ვარ ფოკუსირებული, როგორც არასდროს. 2026 წელს მე გავაგრძელებ კიდევ უფრო გრანდიოზული საქმეების კეთებას. ჩემი ისტორიის საუკეთესო ნაწილი ჯერ კიდევ დასაწერია“,

– დაწერა „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში.

გასულ თვეს ილია თოფურიამ განაცხადა, რომ კარიერას დროებით აპაუზებს, რათა სასამართლოში ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა გაარკვიოს. სანამ ქართველი მებრძოლი არ იქნება, 24 იანვარს პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი UFC-ის მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები