„ერთი თავით მაღლა დგას“ - როგანმა ისლამი ხაბიბს შეადარა
ისლამ მახაჩევი და ხაბიბ ნურმაგომედოვი უახლოესი მეგობრები და ერთი გუნდის წევრები არიან, რის გამოც საჯაროდ არასოდეს უსაუბრიათ, თუ ვინ არის მათ შორის უძლიერესი მებრძოლი. სამაგიეროდ, სპორტული მედიის წარმომადგენლები ამ თემას ხშირად განიხილავენ და აზრს შერეულ ორთაბრძოლებში კარგად ჩახედულ ექსპერტებს ეკითხებიან. ბუნებრივია, სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება ჯო როგანი, რომელიც UFC-ის მოყვარულებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ადამიანია და როდესაც დაღესტნელი ჩემპიონების შედარება სთხოვეს, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ყოველ მიზეზგარეშე ხაბიბ ნურმაგომედოვი ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მებრძოლია, თუმცა მასსა და ისლამ მახაჩევს შორის ერთი განსხვავებაა - მახაჩევს დგომში ელიტური ბრძოლა შეუძლია. ხაბიბს ძალიან კარგი დარტყმის ტექნიკა ჰქონდა, მაგრამ ისლამმა ჰაი-კიკით თვით ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა, ასეთი რამე კი ნურმაგომედოვის არსენალში არ მოიძებნებოდა.
ასე ვიტყოდი - ისლამი სხვა დონეზეა და ის ერთი საფეხურით უფრო მაღლა დგას. მახაჩევს შეუძლია ჩაგაგდოს ნოკაუტში როგორც დგომში, ასევე მიწაზე ბრძოლის დროს. დაგახრჩოს, პარტერში გადაგიყვანოს და გაკონტროლოს რამდენ ხანსაც მოისურვებს. როდესაც საქმე მახაჩევს ეხება, მის სასარგებლოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს - ისლამის მეტოქეთა უმრავლესობა მასთან ჩხუბის დროს წაქცევის შიშით ბოლომდე დგომშიც ვერ იხარჯება“.
შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დაუმარცხებლად დაასრულა, მაშინ როდესაც ისლამ მახაჩევს ერთი წაგება აქვს ნოკაუტით, თუმცა უფროსი მეგობრისგან განსხვავებით, ისლამი ორი წონის ჩემპიონი გახდა.