ჯოკოვიჩი: კარიერის გაგრძელება მინდა, 2028 წლის ოლიმპიადა ჩემი მთავარი ინსპირაციაა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაადასტურა, რომ სურს ჩოგბურთის თამაში განაგრძოს.
მანამდე „დიდი სლემის“ 24-გზის ჩემპიონმა და პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებულმა თქვა, რომ ისურვებდა კარიერის 2028 წლის ოლიმპიადაზე დაესრულებინა. სერბი ჩოგბუთელი 38 წლისაა.
„მე მინდა კარიერის გაგრძელება. 2028 წლის ოლიმპიადა ჩემი მთავარი ინსპირაციაა, მაგრამ, მართალი გითხრათ, აქ არ არის შეზღუდვები. ასე რომ, ვნახოთ. სანამ შენ ნამდვილად გრძნობ, რომ მაღალ დონეზე თამაშობ და შენი სხეული უძლებს, რატომაც არა? საბოლოო ჯამში, მე ვგრძნობ, რომ კვლავინდებურად შემაქვს წვლილი ჩოგბურთის განვითარებაში. ეს შესანიშნავი სამუშაოა. ვგრძნობ, რომ ჩოგბურთი იცვლება და მინდა ვიყო ამ მომენტის ნაწილი. ასე რომ, მე ისევ ისე ფორმაში ვარ და ღია ვარ მეტისთვის“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა დუბაიში, World Sports Summit-ზე.
შეგახსენებთ, რომ ნოლემ 2025 წლის სეზონში ორი ტიტული მოიპოვა - გაიმარჯვა ათენის (საბერძნეთი) და ჟენევის (შვეიცარია) ტურნირებზე. გარდა ამისა, სერბი ჩოგბურთელი სეზონის ყველა „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა.