რასელ უესტბრუკი
Aa
Aa

„სათამაშო ინტელექტი არ გააჩნია“ - არენასმა უესტბრუკი დაახასიათა

რასელ უესტბრუკზე NBA-ს მოყვარულებსა და კალათბურთის გულშემატკივრებს სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნიათ. რა თქმა უნდა, იმ საოცარი სტატისტიკიდან გამომდინარე, რასაც ეს მოთამაშე მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში უკვე ძალიან დიდი ხანია აჩვენებს, მისი დაუფასებლობა შეუძლებელია, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ უესტბრუკს სათამაშო ინტელექტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება გილბერტ არენასი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„უესტბრუკი და სათამაშო ინტელექტი აბსოლუტურად განხვავებული ცნებებია. სათამაშო ინტელექტი ნიშნავს, დროის კონტროლსა და მის კარგ შეგრძნებას. იმის მიხვედრას, თუ რისი გაკეთებაა კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო, რადგან სწორედ დროის კონტროლი განსაზღვრავს მოთამაშის რეალურ შესაძლებლობებს მეოთხე მეოთხედში.

დიდმა კალათბურთელებმა ყოველთვის იციან, როგორ აკონტროლო საკუთარი სხეული საიმისოდ, რომ ბოლო მეოთხედში სასარგებლონი იყვნენ. რასელი კი პირველ და მეოთხე მეოთხედს ზუსტად ერთნაირად ატარებს. ასე რომ, მომიტევეთ, მაგრამ შესაძლოა სამმაგი დუბლების მანქანაა, მაგრამ სათამაშო ინტელექტი ოდნავადაც არ გააჩნია“.

ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში რასელ უესტბრუკი „საკრამენტოს“ ღირსებას იცავს და „კინგსის“ რიგებში საშუალოდ 14,5 ქულას, 6,6 მოხნას და 7.0 ასისტს აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კავაის მასტერკლასი | კარიერის საუკეთესო შედეგი და გამარჯვება დეტროიტთან
კავაის მასტერკლასი | კარიერის საუკეთესო შედეგი და გამარჯვება დეტროიტთან