ბოლო სეზონი - 2026 წელს ვავრინკა კარიერას დაასრულებს
ჩოგბურთს კიდევ ერთი დიდებული მოთამაშე ტოვებს. 2026 წლის სეზონი სტენ ვავრინკასთვის ბოლო იქნება. ამის შესახებ, თავად შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
ვავრინკა:
„ყველა წიგნს სჭირდება დასასრული. დროა დავწერო ჩემი, როგორც პროფესიონალი ჩოგბურთელის, კარიერის ბოლო თავი. 2026 წელი ჩემი ბოლო წელი იქნება ტურნეში. მინდა ჩემი შესაძლებლობების ზღვარს გავცდე და ეს მოგზაურობა საუკეთესო ნოტაზე დავასრულო.
მე ჯერ კიდევ მაქვს ოცნებები ამ სპორტში. ვისიამოვნე ყველაფრით, რაც ჩოგბურთმა მომცა, განსაკუთრებით იმ ემოციებით, რასაც თქვენს წინაშე თამაშით განვიცდი. მოუთმენლად ველი თქვენს კიდევ ერთხელ ნახვას, მთელს მსოფლიოში.“
????ONE LAST PUSH????
— Stanislas Wawrinka (@stanwawrinka) December 19, 2025
Every book needs an ending????
It’s time to write the final chapter of my career as a professional tennis player ????
2026 will be my last year on tour
P perseverance
A ambition
S sacrifice
S success
I injuries
O obsession
N never give up
D discipline
R… pic.twitter.com/CJlA8gCN8Y
ცნობისთვის, ვავრინკასთვის კარიერაში ყველაზე დიდი შედეგი ATP რეიტინგში მე-3 ადგილი იყო. ის გახლავთ ჩოგბურთელი, რომელმაც ნადალი/ფედერერი/ჯოკოვიჩის ეპოქაში ერთზე მეტი დიდი სლემის მოგება შეძლო.
შვეიცარიელი ტურში 2002 წლიდან თამაშობს და კარიერაში 16 ტიტული მოიგო, მათ შორის 2014 წელს ავსტრალიის ღია პირველობა, 2015 წელს როლან გაროსი და 2016-ში ამერიკის ღია პირველობა. 2008 წელს პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალს დაეუფლა.