ალექსანდრ ზვერევი, ენდი როდიკი
Aa
Aa

„სამწუხაროა, რომ მის კარიერას ამით აფასებენ“ - როდიკმა ზვერევზე ისაუბრა

უკანასკნელ პერიოდში ალექსანდრ ზვერევთან დაკავშირებით კომენტარი უამრავმა ვეტერანმა ჩოგბურთელმა გააკეთა. მათი უმრავლესობა ცდილობს იპოვოს ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რის გამო ვერ უწევს გერმანელი მოთამაშე კარლოს ალკარასსა და იანიკ სინერს სათანადო წინააღმდეგობას. ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავე კომენტარი ბორის ბეკერს გამოუვიდა, ხოლო ენდი როდიკი გაცილებით რბილი იყო და ასეთი მოსაზრება გამოთქვა:

„სამწუხაროა, რომ ალექსანდრ ზვერევის მთელი კარიერა ერთ კრიტერიუმზეა დაყვანილი - შეძლებს თუ არა ის ზედიზედ ორჯერ ალკარასისა და სინერის დამარცხებას და დიდი სლემის ტურნირის მოგებას. არადა, რეალურად ის არაჩვეულებრივი ჩოგბურთელია თავისი შთამბეჭდავი რეზიუმეთი.

გერმანელის თამაშში კორექტივების შეტანაზე თუ მიდგება საქმე, ხშირად ისმის რჩევები, რომ ბადესთან ახლოს თამაში და ფორჰენდების სხვანაირად შესრულებაა საჭირო, თუმცა მისი სათამაშო ტექნიკიდან გამომდინარე, ეს კარგი ვარიანტი არ არის. ჩემი აზრი ასეთია - ზვერევს ფენომენალური ბექჰენდი აქვს და პირველ დარტყმებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს“.

ცნობისათვის, კარიერის მანძილზე ალექსანდრ ზვერევს 24 ტიტული აქვს მოგებული, აქედან შვიდი მასტერსი და ორი ATP-ის შემაჯამებელი ტურნირია. 2021 წელს კი გერმანელი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მრავალწლიანი თანამშრომლობა ერთ ღამეში დასრულდა“ - ფერერო ალკარასს დაემშვიდობა
„მრავალწლიანი თანამშრომლობა ერთ ღამეში დასრულდა“ - ფერერო ალკარასს დაემშვიდობა