ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

კვალიფიკაცია მოიგო - ბასილაშვილი ჩენდუს ღია პირველობის ძირითად ბადეშია

ჩინეთში, ჩენდუს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინალში ბერნარდ ტომიჩს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, ორ სეტში 2:6 7:5 7:5 დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში გავიდა.

პირველი სეტი ავსტრალიელის უპირატესობით წარიმართა, რომელმაც 2 ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის დაწინაურდა.

მეორე სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად თამაშობდნენ. ტომიჩმა 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბასილაშვილმა 5 და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში მოთამაშეებმა ჩაწოდება დაარეგულირეს. აღსანიშნავია, რომ მესამე გეიმში ტომიჩმა ბრეიკი შეასრულა, მაგრამ მეექვსე გეიმში ნიკოლოზმა წონასწორობა აღადგინა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გამარჯვებულის ბედი ტაი-ბრეიკზე უნდა გამოვლენილიყო, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში ბასილაშვილის სასარგებლოდ 6:5 იყო, ნიკოლოზმა ბრეიკი შეასრულა და მატჩი მოიგო.

ცნობისთვის, ბასილაშვილი ჩენდუს ღია პირველობის ძირითადი ბადის პირველ წრეში არგენტინელ სებასტიან ბაეზს დაუპირისპირდება, რომელიც ATP რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალკარასი: ვარჯიშის დროს მხოლოდ იმაზე ვარ ფოკუსირებული, რომ სინერს მოვუგო
ალკარასი: ვარჯიშის დროს მხოლოდ იმაზე ვარ ფოკუსირებული, რომ სინერს მოვუგო