გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„კარგ ფორმაშია“, - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

გიორგი ჩაკვეტაძე, „ბირმინგემ სიტისთან“ მატჩის შესვენებისას, სადაც მან საგოლე გადაცემა შეასრულა, არა ტრავმის, არამედ სათამაშო წუთების გადანაწილების მიზნით შეცვალეს.

ჩაკვეტაძემ თითქმის სრულად ითამაშა Boxing Day-სა და 29 დეკემბერს „ლესტერ სიტისთან“, ასევე „ნორვიჩ სიტისთან“ სტუმრად მოგებულ შეხვედრებში, მიუხედავად იმისა, რომ შვიდთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს მხოლოდ ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდა.

Watfordobserver-ი ჩაკვეს თამაშის შესახებ წერს:

„მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „ათი ნომრის“ პოზიციაზე. ახალი წლის დღეს მან ტომ ინსს ზუსტად გათვლილი გადაცემით პირველი გოლი გაატანინა. ამის ფონზე მისი ახალი ტრავმა გუნდისთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა.

თუმცა, მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ, მატჩის შემდეგ დაადასტურა, რომ ფეხბურთელი კარგადაა და მზადაა კვირას, „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ სათამაშოდ“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

რაც შეეხება მთავარი მწვრთნელის შეფასებას:

„დიახ, ის კარგ ფორმაშია. შემდეგი მატჩისთვის მზად არის. ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ ჩავთვალე, რომ სჯობდა იგი ცოტათი დამეზოგა. ზედმეტად არ დავტვირთე და დასვენების საშუალება მივეცი“.

- განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

25 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 41 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება და პრემიერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას განაგრძობს. ხავი გრასიას გუნდს უკვე ზედიზედ 4 მოგება აქვს და კარგ შანსებს ინარჩუნებს. მომდევნო ტურში ლონდონელები სტუმრად „ჰალს“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 4 იანვარს 19:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები