დანი ალვეში
Aa
Aa

კლუბი იყიდა და ბრუნდება - დანი ალვეშის რეაბილიტაცია

უკანასკნელ პერიოდში დანი ალვეშის თაობაზე საფეხბურთო სამყაროში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური ცნობები ვრცელდებოდა, რადგან მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გაუპატიურების ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა გასული წლის მარტში არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ის გაამართლეს და ყველანაირი ბრალდება მოეხსნა.

როგორც ჩანს, ყოველივე ამის შემდეგ, ალვეშმა გადაწყვიტა ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და საყვარელ საქმიანობას უბრუნდება - დანი პორტუგალიის მესამე ლიგის კლუბ „სან-ჟუან-დე-ვერას“ თანამფლობელი გახდა და ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდის გავლის შემდეგ, აპირებს ამ გუნდის მაისურით თავადაც ითამაშოს. როგორც ცნობილია, 42 წლის დანის აქტიური სპორტული ცხოვრება არც პატიმრობის დროს შეუწყვიტავს და ციხეშიც ბევრს ვარჯიშობდა და თამაშობდა.

ცნობისათვის, დანი ალვეშს კარიერის საუკეთესო პერიოდი „ბარსელონაში“ აქვს გატარებული, სადაც ლეგენდარულ ლიონელ მესისთან ერთად, მარჯვენა ფლანგზე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი შექმნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კომპენსაციის გადახდა მოუწევს - დანი ალვეშის მორიგი გასაჭირი
კომპენსაციის გადახდა მოუწევს - დანი ალვეშის მორიგი გასაჭირი