ნიკ კირიოსი, არინა საბალენკა
Aa
Aa

სქესთა ომი | კირიოსმა საბალენკას ორ სეტში მოუგო

დუბაიში, კოკა-კოლა არენაზე, „სქესთა ომის“ საჩოგბურთო მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს არინა საბალენკა და ნიკ კირიოსი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა განსაკუთრებული წესებით ჩატარდა: ჩოგბურთელებს მხოლოდ ერთი მოწოდება ჰქონდათ, საბალენკას კორტის ზომები 9 პროცენტით შემცირებული იყო, ხოლო თითო-თითო სეტის მოგების შემთხვევაში, მესამე პარტიის ნაცვლად 10-ქულიანი ტაიბრეიკი უნდა დანიშნულიყო.

საქმე ტაიბრეიკამდე არ მივიდა და კირიოსმა მატჩი ორ სეტში მოიგო. პირველი პარტია საინტერესოდ დაიწყო — 1:1-ზე ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა საბალენკამ მალევე უკუბრეიკი შემოგვთავაზა. 2:2-ზე იგივე სცენარი განმეორდა, ხოლო 3:3-ზე კირიოსმა კიდევ ერთი ბრეიკპოინტი გამოიყენა, საკუთარი მოწოდება აიღო და 3:5-ზე საბალენკას ჩაწოდებაც მოიგო — 6:3.

მეორე პარტია ბელარუსი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო და არინა 3:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ კირიოსმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და მეორე სეტიც იმავე ანგარიშით დაასრულა — 6:3.

„ძალიან რთული თამაში იყო. ის დაუჯერებელი მებრძოლი და მართლაც დიდებული ჩემპიონია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა. მან რამდენჯერმე ბრეიკი შემისრულა და მომიწია, მთელი ძალით დამეწყო თამაში. წნეხი ვიგრძენი, საბალენკამ კი რამდენიმე დაუჯერებელი დარტყმა შეასრულა. ის კორტზე ისე გადაადგილდებოდა და ისე თამაშობდა, როგორც რეიტინგის ტოპ მამაკაცები. მასთან ერთად კიდევ სიამოვნებით ვითამაშებდი.“

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
10-დღიანი მცირე დაძაბულობა | გოგლიჩიძე მალე დაბრუნდება
10-დღიანი მცირე დაძაბულობა | გოგლიჩიძე მალე დაბრუნდება