ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანის კომენტარი ხაბიბის შეფასებაზე | „გამიკვირდა, მაგრამ ილია ხელსაყრელი მეტოქეა“

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი ხაბიბ ნურმაგომედოვის სიტყვებს გამოეხმაურა. „არწივმა“ აღნიშნა, რომ ცარუკიანს ილია თოფურიას დამარცხების 80-პროცენტიანი შანსი აქვს და არმანმა ამ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი.

„გამიკვირდა, როდესაც ხაბიბის კომენტარი ვნახე, რადგან ჩემი და დამირ ისმაგულოვის ჩხუბისას ნურმაგომედოვი ისმაგულოვს გამარჯვების 51-პროცენტიან შანსს აძლევდა. მე კი ის გავანადგურე და ნაწილებად დავშალე. მიუხედავად ამისა, სასიამოვნოა ასეთი შეფასება.

სტილისტურად, თოფურია ჩემთვის ნამდვილად ხელსაყრელი მეტოქეა. როგორც ხაბიბმა განაცხადა, ოქტაგონში უნდა შევიდე და საქმე გავაკეთო. მოტივაციას მაძლევს, როდესაც ხაბიბისნაირი ადამიანი ჩემზე ასეთ განცხადებას აკეთებს.“

ცნობისთვის, „არწივის“ მთავარი არგუმენტი, ცარუკიანის ჭიდაობაა. გარდა ამისა, ნურმაგომედოვი აღნიშნავს, რომ არმანს ვიდეომასალა აქვს და შეუძლია, „ელ მატადორი“ შეისწავლოს, რაც მისი სუსტი წერტილების დანახვისა და გამოყენების საშუალებას მისცემს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩამ მარსელის სპორტული დირექტორი აღაფრთოვანა | პსჟ კვირას მარსელს ხვდება
ხვიჩამ მარსელის სპორტული დირექტორი აღაფრთოვანა | პსჟ კვირას მარსელს ხვდება