არც ლებრონი და არც ჯორდანი - ლეიკერსის ლეგენდამ ყველა დროის საუკეთესო დაასახელა
Aa
Aa

არც ლებრონი და არც ჯორდანი - ლეიკერსის ლეგენდამ ყველა დროის საუკეთესო დაასახელა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდამ, მაიკლ კუპერმა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა - მისი ფავორიტი არც მაიკლ ჯორდანი და არც ლებრონ ჯეიმსია.

რას ამბობს კუპერი: 

„ვფიქრობ, უკვე საკმარისი დროა გასული იმისათვის, რათა ვაღიაროთ, რომ ლარი ბერდი ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი კალათბურთელია. მის თამაშს ნაკლი არ ჰქონდა.

რატომ არის ასეთი რთული ამის აღიარება? არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდი „ლეიკერსის“ ლეგენდებთან. იქ იყვნენ კარიმი, მეჯიქი, ჯეიმს უორთი - ვსაუბრობდით ლარიზე და ყველანი შევთანხმდით, რომ ის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია. კარიმმა ისიც კი თქვა, რომ ლარი ბერდს საუკეთესოდ ასახელებდა უილტ ჩემბერლენიც“.

ცნობისთვის, კუპერი „ლეიკერსის“ ღირსებას 1978-1990 წლებში იცავდა, ხუთჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი (1980, 1982, 1985, 1987, 1988). მის პატივსაცემად „ლეიკერსმა“ 21-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

რაც შეეხება ლარი ბერდს, მან მთელი კარიერა „ბოსტონში“ გაატარა (1979-1992), სამჯერ მოიგო NBA (1981, 1984, 1986), სამჯერ გახდა MVP (1984–1986) და ორჯერ - ფინალების (1984, 1986).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯეიმსი კარიზე - „მან კალათბურთი სრულიად შეცვალა“
ჯეიმსი კარიზე - „მან კალათბურთი სრულიად შეცვალა“