ანჩელოტი: რეალი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების შემდეგ გავწვრთნიდი
კარლო ანჩელოტიმ L’Equipe-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა თემაზე ელაპარაკა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მზადაა, მხოლოდ „რეალში“ იმუშაოს.
რა თქვა პაპა კარლომ:
„პირველივე წუთიდანვე ბრაზილიელი გულშემატკივრები ჩემს მიმართ დიდ სიყვარულს იჩენენ. ყველა ჯერზე, როცა ქუჩაში გავდივარ ან ვსეირნობ სანაპიროზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ მუშაობა. შეთავაზებას რომ დავთანხმდი, არ მიფიქრია არც ტექნიკურ ასპექტზე ან სხვა რამეზე. უბრალოდ ემოციები. როდესაც ბრაზილიის ნაკრებზე ვფიქრობ, გონებაში 1970 წლის ფინალი მახსენდება იტალიასთან, პელეს, ჟაირზინიოს, ტოსტაოს მონაწილეობით, თუმცა მაშინ მე იტალიას ვგულშემატკივრობდი“.
„რეალი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების შემდეგ გავწვრთნიდი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდება. აქ 1-წლიანი კონტრაქტი მაქვს. ამის შემდეგ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. შესაძლებელია კიდევ 2 წლით დავრჩე ან 4 წლით. 1-წლიანი კონტრაქტი იმიტომ გავაფორმე, რადგან ასე მივიჩნიე სწორად. აქ ძალიან ბედნიერი ვარ“.
შეგახსენებთ, 65 წლის იტალიელი „რეალს“ 2021 წლიდან წვრთნიდა, „სალესაო“ კი მაისში ჩაიბარა. ის ესპანურ გუნდს 2013-დან 2015 წლამდეც ავარჯიშებდა.
გეტყვით ასევე, რომ ანჩელოტის ხელმძღვანელობით, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა.