ანჩელოტის 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მადრიდის „რეალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. EFE-ს ცნობით, მიზეზი გადასახადებისგან თავის არიდებაა.
იტალიელი სპეციალისტი ბრალდებულად ცნეს შემოსავლების დამალვაში, რომელიც მისი იმიჯის უფლებებს უკავშირდება.
გარდა ამისა, „პაპა კარლოს“ ჯარიმის სახით, 386 362 ევროს გადახდა დააკისრა. თავის მხრივ, მადრიდის პროკურატურა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთასა და ჯამში 3 186 237 ევროს ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.
ამასთან, სამეფო გუნდის ყოფილ თავკაცს სამი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დახმარებების, სუბსიდიების, საგადასახადო და სოციალური შეღავათების მიღების უფლება ჩამოერთვა.
შეგახსენებთ, 65 წლის იტალიელი „რეალს“ 2021 წლიდან წვრთნის. ის ესპანურ გუნდს 2013-დან 2015 წლამდეც ავარჯიშებდა.
ანჩელოტის ხელმძღვანელობით, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა.
ამჟამად კარლო ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.