ნეიმარი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ნეიმარს ჩემი ხედვები უკეთ ესმის“

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი ფეხბურთს კვლავ ვერ თამაშობს. მას თავდაპირველად ტრავმა ჰქონდა, ხოლო შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა. ამის გამო კარლო ანჩელოტიმ იგი ბრაზილიის ნაკრებში არ გამოიძახა.

დღეს ავტორიტეტული გამოცემა Globo-იტალიელ სპეციალისტს  სწორედ ნეიმარზე ესაუბრა.

ანჩელოტი:

„ორი აზრი არ არსებობს, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია. ის უნდა მოემზადოს, და ამისთვის საკმარისი დრო აქვს. ნეიმარს ჩემი ხედვები უკვე კარგად ესმის — იაზრებს, რომ ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი უნდა გახდეს.

რაც შეეხება 10 ნომერს — ვინისიუსი? ეს ნომერი სელესაოსთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს და შესაძლებელია, სხვამაც ჩაიცვას, რადგან ამ ეტაპზე ჩვენს გუნდში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელია.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნეიმარმა სანტოსთან კონტრაქტი ექვსი თვით გაახანგრძლივა. მისი მიზანია ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნება და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები