მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

სიტის სტადიონზე იუნაიტედის მაისურით მუშაობდა | მალევე სამსახურიდან გაუშვეს

ინგლისის პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართა. „მანჩესტერ სიტიმ“ „ეტიჰად სთედიუმზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და 3:0 გაიმარჯვა. მატჩში ანგარიში ფილ ფოდენმა გახსნა, მეორე ტაიმში კი ერლინგ ჰოლანდმა დუბლი მიითვალა.

მანჩესტერულმა დერბიმ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება არასპორტული მიზეზების გამოც მიიქცია. მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ „ეტიჰად სთედიუმზე“ დასაქმებული ერთ-ერთი ადამიანი „სიტის“ გულშემატკივრებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურში გამოწყობილი ემსახურებოდა.

ზემოთ ხსენებული ადამიანი დერბის დღეს ალკოჰოლური სასმელების დახლთან მუშაობდა და „წითელი ეშმაკების“ მაისურის გამო, „ქალაქელთა“ ბევრი ფანის გაღიზიანება გამოიწვია. მათი თქმით, დერბის დღეს ეს კატეგორიულად მიუღებელია და როგორც Guardian-მა დაწერა, ეს ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ რუბენ ამორიმის გუნდს კატასტროფული სტარტი აქვს და 4 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს. კარგად ვერც პეპ გუარდიოლას „სიტიმ“ დაიწყო და 4-დან ორი თამაში წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება“ - პსჟ-ის დირექტორი კვარაზე
„მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება“ - პსჟ-ის დირექტორი კვარაზე