ლევანდოვსკის სადებიუტო გოლები - ჩიკაგომ შარლოტს მოუგო
MLS-ის მორიგ ტურში ჩიკაგომ შარლოტს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი რობერტ ლევანდოვსკიმ შეიტანა.
ანგარიში მე-18 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. თავი ბილმა გამოიჩინა. ზუსტად 2 წუთში რობერტ ლევანდოვსკიმ ჩიკაგოს რიგებში, სადებიუტო გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში, მასპინძლების უპირატესობა უფრო გამოიკვეთა და 68-ე წუთზე პოლონელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა, რითიც თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ჩიკაგოს 29 ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება ლევანდოვსკის, როგორც მოგახსენეთ, მისთვის ეს სადებიუტო გოლები იყო.