გიორგი ჩაკვეტაძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძემ ითამაშა, ჩაკვეტაძემ არა - უდინეზემ პირველი ტესტი წააგო

ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საბა გოგლიჩიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზემ“ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. იტალიური კლუბი ავსტრიის ქალაქ ლინცში „ტრაბზონსპორს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

თურქულმა კლუბმა ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე გაიტანა. თავი ერნესტ მუქიმ გამოიჩინა.

დღევანდელ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძეს მონაწილეობა არ მიუღია. ქართველი შემტევი ტრავმისგან სარეაბილიტაციო პროცესს გადის და ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა პრესეზონზე დაბრუნებას. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, საბა მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა და დარჩენილ დროში უშეცდომოდ ითამაშა.

იმ დროის განმავლობაში, რაც გოგლიჩიძეს მიეცა, ქართველი ბურთს 8-ჯერ შეეხო, 6-დან 5 ზუსტი პასი გააკეთა, ერთხელ დაჯარიმდა, 2-დან 1 პოზიციური დუელი მოიგო, მეტოქის დარტყმა ერთხელ დაბლოკა და ბურთი ერთხელ აართვა. მისი თამაში Sofascore-ზე 7.1 ქულით შეფასდა.

„უდინეზე“ პრესეზონზე კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ქართველების გუნდი 8 აგვისტოს დახურულ მატჩში „ნოტინგემ ფორესტს“ დაუპირისპირდება, 9 აგვისტოს კი „ბარსელონას“ შეხვდება. 15 აგვისტოს გუნდი კოპა იტალიაზე იასპარეზებს, სადაც პადოვას დაუპირისპირდება, სერია A-ს ახალ სეზონს კი 22 აგვისტოს, „კომოსთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
L'Équipe: კვარაცხელია ბაზაზე საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში დაბრუნდა
L'Équipe: კვარაცხელია ბაზაზე საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში დაბრუნდა