„ილიას მეოთხე რაუნდში დაანოკაუტებს“ - აბდელაზიზი უსმანის გამარჯვებაში დარწმუნებულია
გავლენიანმა MMA-ს მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა,რომელიც მომსახურებას ჯასტინ გეიჯის, უმარ და უსმან ნურმაგომედოვებსა და ასევე, ისლამ მახაჩევს უწევს, განაცხადა, რომ სუმან ნურმაგომედოვი ილია თოფურიას დაამარცხებს.
რას ამბობს აბდელაზიზი:
„ყველას ვეუბნებოდი, რომ ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას მოუგებდა. დღეს კი ამას გეუბნებით: უსმან ნურმაგომედოვი ილია თოფურიას მეოთხე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდებს. ხალხს ჰგონია, უსმანი მხოლოდ სტრაიკერია, მაგრამ მისი უნარების შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ. მისი ჭიდაობა დაუჯერებელია, მისი წაქცევა თითქმის შეუძლებელია და თუ ბრძოლა მიწაზე გადაინაცვლებს, მას შეუძლია ნებისმიერი პოზიციიდან გაიძულოს დანებება“.
ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვი ცნობილი საბრძოლო ორგანიზაცია PFL-ის ჩემპიონია. რუსმა მებრძოლმა ჩემპიონის ქამარი 31 ივლისს, არჩი კოლგანის დამარცხებით დაიცვა.