„მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება“ - პსჟ-ის დირექტორი კვარაზე
პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუს დროს ტრავმირებულ ფეხბურთელებზე და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზეც ისაუბრა.
როგორც კამპუშმა განაცხადა, ხვიჩასთვის მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება და სწორედ ამ პერიოდში გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ქართველი შემტევი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, „ატალანტას“ წინააღმდეგ.
რას ამბობს კამპუში:
„იმედი მაქვს, კვარა და ბერალდო „ატალანტას“ წინააღმდეგ განაცხადში იქნებიან. ვმუშაობთ, რომ ისინი რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ. კვარასთვის მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება. გუშინ, შეხვედრის დასრულების შემდეგ აუზში კუნთების მოსადუნებლად იმუშავა. მასთან მიმართებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლანსის“ წინააღმდეგ მატჩში 30-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის დებიუტში, ქართველი ვარსკვლავის წინააღმდეგ იუხეშეს, რის შემდეგაც კვარამ კიდევ 25 წუთი ითამაშა, თუმცა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ლანსს“ 2:0 მოუგო. 4 ტურის შემდეგ, პარიზული გუნდი სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს. პარიზელებს მომდევნო შეხვედრა 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ წინააღმდეგ ელით. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.