ილია თოფურია, ხავიერ მენდესი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ილიასაც დავამარცხებთ, მაგრამ...“ - უსმანის მწვრთნელმა თოფურია გამოარჩია

საბრძოლო ორგანიზაცია PFL-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, უსმან ნურმაგომედოვის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა რუსი მებრძოლის UFC-ში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა და პოტენციურად, ყველაზე რთული მეტოქის ვინაობაც დაასახელა.

რას ამბობს მენდესი:

„ის ყველა ამ ბიჭის წინააღმდეგ შესანიშნავად გამოვიდოდა, თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე სახიფათო მეტოქე თოფურია იქნებოდა. ჩვენ მასაც დავამარცხებთ, მაგრამ ის ყველაზე რთული ოპონენტი იქნებოდა. ბრძოლის წინ ყველაზე დიდ პატივს სწორედ თოფურიას ვცემდი. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია! ხაბიბმა და სხვა მწვრთნელებმა შესაძლოა სხვაგვარად იფიქრონ“.

ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვს გუშინ PFL-ში საჩემპიონო ბრძოლა ჰქონდა და ქამარი არჩი კოლგანის დამარცხებით დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას მეოთხე რაუნდში დაანოკაუტებს“ - აბდელაზიზი უსმანის გამარჯვებაში დარწმუნებულია
„ილიას მეოთხე რაუნდში დაანოკაუტებს“ - აბდელაზიზი უსმანის გამარჯვებაში დარწმუნებულია