ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ინტერ მაიამი, კაზემირო
Aa
Aa

კაზემიროს ავტოგოლი და მესის დაბრუნება - ინტერ მაიამიმ კოლუმბუსს ვერ მოუგო

MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამიმ კოლუმბუს ქრიუს უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

საინტერესო და აღსანიშნავი ის გახლავთ, რომ ლიონელ მესიმ შვებულება დაასრულა და მატჩის განაცხადში მოხვდა. მოგვიანებით კი, მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე გამოჩნდა.

დევიდ ბექჰემის გუნდის მხრიდან გოლები ლუის სუარესმა და ალენმა გაიტანეს. ინტერ მაიამის რიგებში კაზემიროც ვიხილეთ, რომელსაც ცუდი მატჩი ჰქონდა და ავტოგოლი მიითვალა.

კოლუმბუსმა წონასწორობის აღდგენა 84-ე წუთზე შეძლო. თავი მენდესმა გამოიჩინა. ამ მომენტისთვის, ინტერ მაიამი 38 ქულით, აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება კაზემიროს, მან ახალი გუნდის რიგებში მეორე მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები