ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ნამდვილი დინამიტი“ | ფრანგულმა გამოცემამ ზურიკოზე დაწერა

ფრანგულმა გამოცემამ, Peuple Vert-მა „სენტ-ეტიენს“ სტატია მიუძღვნა და „მწვანეების“ გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელა. Peuple Vert-მა აქცენტი შემტევებზე გააკეთა და მისი ყურადღების ცენტრში ზურიკო დავითაშვილიც მოექცა.

„ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში უკვე ორი გოლი გაიტანა. პასების კუთხით, ის თანაგუნდელებზე ნაკლებად გადამწყვეტია, მაგრამ ამას საოცარი ტექნიკითა და სახიფათო ეპიზოდების შექმნის უნარით ანაზღაურებს. დავითაშვილი ნამდვილი დინამიტია — მას შეუძლია სისწრაფისა და ერთი-ერთზე თამაშის წყალობით ნებისმიერი დაცვის ხაზი გაარღვიოს.

ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი როდეზს გაუტანა და სამაგალითო კომბინაცია დააგვირგვინა. შემდეგ კი სენტ-ეტიენს ბულონის ხაფანგის თავიდან არიდებაში დაეხმარა და მწვანეებმა მისი წყალობით მოიგეს. ზურიკოს გოლები ნათელი დასტურია იმისა, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში ბრწყინვალეა და თან, მჭიდრო სიტუაციებიდან გამოსვლა შეუძლია,“ - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენმა“ ბოლო შეხვედრა „კლერმონთან“ გამართა და ზურიკომ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ფრანგული პრესის მიხედვით, დავითაშვილი გუნდურ ვარჯიშს ამ კვირაში განაახლებს და დიდი ალბათობით, მომდევნო შეხვედრისთვის მზად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თანაბარი თამაში იქნება“ | ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა ტოტენჰემთან მატჩზე ისაუბრა
„თანაბარი თამაში იქნება“ | ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა ტოტენჰემთან მატჩზე ისაუბრა