ლაშა დვალი, სოფიის ცსკა
Aa
Aa

ასისტი პირველივე მატჩში - ლაშა დვალის წარმატებული დებიუტი ცსკა სოფიაში

ბულგარეთის ეროვნულ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მცველის, ლაშა დვალის დებიუტი შედგა.

ქართველი ფეხბურთელის ცსკა 1948 სოფიის დერბიში საკუთარ მოედანზე „სლავიას“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. მნიშვნელოვანია, რომ ლაშა დვალი მოედანს საგოლე გადაცემით დაუბრუნდა და ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველივე შეხვედრაში შეძლო შედეგიანი მოქმედების განხორციელება. 30 წლის მცველმა ცსკა-ს პირველი გოლის ეპიზოდში თანაგუნდელ ელიას ფრანკოს გაატანინა.

ცსკა-მ ანგარიში სწორედ ამ გოლით, მე-16 წუთზე გახსნა. პირველივე ტაიმში, სტუმრებმა სტოიანოვის გოლით წონასწორობა აღადგინეს. მეორე ნახევარში ფრანკოს დუბლითა და ილიევის გოლით ცსკა-მ კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ, 3:1 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალი ბულგარულ კლუბს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღით, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მანამდე, ქართველი მცველი 3 სეზონის განმავლობაში კვიპროსული „აპოელის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები