„ათას სისულელეს ამბობს“ | უმარის მენეჯერის განცხადება და მერაბის სასაცილო პოსტი
უმარ ნურმაგომედოვის მენეჯერი, რიზვან მაგომედოვი თვლის, რომ მერაბ დვალიშვილის განცხადებები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. „მანქანამ“ აღნიშნა, რომ კორი სენდჰეგენის შემდეგ პიოტრ იანთან სურს ჩხუბი და მაგომედოვი სწორედ ამ სიტყვებს გამოეხმაურა.
„მომდევნო მეტოქე თავად არ აგვირჩევია. გვინდოდა, ტოპ დონის მებრძოლი ყოფილიყო, რათა საჩემპიონო რბოლაში დავბრუნებულიყავით. ორგანიზაციამ ვინც მოგვცა, ის მივიღეთ. ერთადერთი თხოვნა გვქონდა - 5-რაუნდიანი ორთაბრძოლა. სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა, თუმცა არაუშავს.
რაც შეეხება დვალიშვილს, შეგვიძლია, მერაბს ყურადღება არ მივაქციოთ და მას საერთოდ არ მოვუსმინოთ. დვალიშვილი ყოველდღე რაღაც სისულელეს ამბობს. მისი სიტყვების სერიოზულად მიღება არ შეიძლება. როდესაც უმარი ბაუტისტას დაამარცხებს, ყველა ყველაფერს მიხვდება.“
სხვათა შორის, მაგომედოვის სიტყვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ „მანქანამ“ სოციალურ ქსელში სასაცილო ფოტო გამოაქვეყნა. მერაბი მიმზიდველ გოგონასთან, რომელსაც სენდჰეგენის თავი ადევს, ხელგადახვეული დგას და უფრო მიმზიდველ, პიოტრ იანის სახიან გოგონას უყურებს.
View this post on Instagram
ცნობისთვის, დვალიშვილისა და სენდჰეგენის ჩხუბს თბილისის დროით 5 ოქტომბერს ვიხილავთ, ხოლო ნურმაგომედოვი UFC 321-ზე მარიო ბაუტისტას დაუპირისპირდება.