ვახტანგ ბედოშვილი
Aa
Aa

„სარჩელი ჯერ არ შემოსულა“ - ნიჟნი ნოვგოროდში ბედოშვილზე ისაუბრეს

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, ვახტანგ ბედოშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები ჯერ არ განხორციელებულა. ამის შესახებ „პარი ნიჟნი ნოვგოროდის“ სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრ უდალცოვმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, რუსული კლუბის შემადგენლობაში ბედოშვილის დებიუტი რამდენიმე დღის წინ შედგა, მატჩის შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კლუბის სპორტულ დირექტორს ჰკითხეს.

„არანაირი სასამართლო განხილვა ჯერ არ ყოფილა. ფეხბურთელის ტრანსფერი გამოვისყიდეთ და ისტორია ჯერჯერობით ამით დასრულდა. „ორბის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია [სასამართლოში სარჩელის შეტანის განზრახვის თაობაზე], თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერია ახალი“.

შეგახსენებთ, რომ ბედოშვილი „ორბის“ საკუთრება იყო, იჯარის წესით კი „გარეჯის“ ღირსებას იცავდა. რუსულმა კლუბში აცხადებენ, რომ შეთანხმებას მიაღწიეს „გარეჯთან“, რომელმაც ფეხბურთელი „ორბისგან“ გამოისყიდა და შემდეგ „ნიჟნი ნოვგოროდში“ გაყიდა. თავის მხრივ, „ორბი“ ამბობს, რომ ბედოშვილმა და „ნიჟნი ნოვგოროდმა“ ფიფას რეგულაციები დაარღვიეს, რის გამოც „ორბიმ“ სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსა.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩში „ორენბურგის“ წინააღმდეგ ბედოშვილი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, თუმცა 90-ე წუთზე მწვრთნელმა ის მოედნიდან გაიყვანა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ქართველი ფეხბურთელი „დაცვის დასახმარებლად უკან არ ჩადიოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი დინამიტი“ | ფრანგულმა გამოცემამ ზურიკოზე დაწერა
„ნამდვილი დინამიტი“ | ფრანგულმა გამოცემამ ზურიკოზე დაწერა