მოდრიჩმა სერია A-ში 64 წლის წინ დამყარებული რეკორდი მოხსნა
ლუკა მოდრიჩი ყველაზე ხანდაზმული ნახევარმცველი გახდა, რომელმაც სერია A-ში გოლი გაიტანა.
„მილანის“ 40 წლის ფეხბურთელმა „ბოლონიას“ კარი აიღო. ამრიგად, ხორვატმა „როსონერის“ ყოფილი ჰავბეკის, ნილს ლიდჰოლმის რეკორდი მოხდა. ამ უკანასკნელმა 1961 წელს, 38 წლის ასაკში, გოლი „ინტერს“ გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა „მილანში“ გადასვლამდე „რეალის“ ღირსებას იცავდა. მან ყველა ტურნირზე ერთად 591 მატჩი მიიღო მონაწილეობა, 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გეტყვით ასევე, რომ მოდრიჩმა სამეფო კლუბთან ერთად, 28 ტიტული მოიგო, რაც მას ბლანკოსის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად აქცევს.
ასევე, ხორვატმა ფეხბურთელმა 2018 წელს ოქროს ბურთიც მოიგო. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს.